“მძიმე გზავნილებით საუბრის ნაცვლად, ხელისუფლებამ 9 დათქმასთან დაკავშირებით რეალური გეგმა უნდა წარმოადგინოს” – ხატია დეკანოიძე

22
spot_img

ნაცვლად იმისა, ისაუბროთ მძიმე გზავნილებით, საქართველოს ხელისუფლებამ რეალური გეგმა უნდა წარმოადგინოს თუ რას აპირებს 9 დათქმის მიმართულებით, რას გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ, რომ რაც არ უნდა დემაგოგია და პროპაგანდა იყოს, მაინც ჩვენი ყველა პარტნიორის და ცივილიზებული სამყაროს მიერ შეფასდება ქვეყანა – როგორ ჩაატარა არჩევნები და რა გაკეთდა 9 დათქმის მიმართულებით, რომ საქართველოს ნამდვილად გაეხსნას კარები 2030 წლის გაფართოების ტალღაში, – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელთანაც შეხვედრისას კითხვები სწორედ 9 დათქმასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს თუ რა კითხვებს სვამს სადამკვირვებლო მისია. პირველი ეს ეხება საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ასევე, კანონის უზენაესობას. ყველა გვეკითხება ერთ რამეს – როგორ შეასრულებს საქართველო ვალდებულებებს, რომელშიც პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის თავისუფალი მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რა გეგმით წავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში.