,,მათ უნდათ, რომ ერთ ადგილზე შეუძვრენენ ჩინეთ-რუსეთის ვერ შემდგარ ბლოკს”- ვაშაძე

75
spot_img

აბსოლუტური ბლეფი მგონია „ქართული ოცნებისგან“ იმაზე საუბარი, რომ ახლა დაიწყებს ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინელებთან ერთად , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ჩინეთის რეგიონში გააქტიურებას ცდილობს, რადგან მისი მიზანი რუსეთ-თურქეთის ბლოკთან გაერთიანებაა. „ეს არის ბლეფი და ტყუილი იმიტომ, რომ ესენი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან არიან ანგარიშვალდებული და პუტინის დავალებას ასრულებენ. რა არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? მათ უნდათ, რომ ერთ ადგილზე შეუძვრენენ ჩინეთ-რუსეთის ვერ შემდგარ ბლოკს. ესაა რეალური შინაარსი ამ ყველაფრის. ფიქრობენ, რომ მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდება საკმარისი არ არის და იქნებ ჩინეთი როგორმე გააქტიურონ რეგიონში. პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან ხომ გამორიცხულია. დემოკრატიული წესწყობილება არ არის ჩინეთში და რას ნიშნავს პოლიტიკური თანამშრომლობა? რას ნიშნავს მმართველობის პრინციპების გადმოღება საქართველოში. ჩვენ რა, ბიძინა ივანიშვილს მაო ძედუნად არჩევას ვაპირებთ? „ქართული ოცნების“ კომუნისტური პარტიის სტილში გარდაქმნას ფიქრობს ვინმე საქართველოში?“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. გიორგი ვაშაძის თქმით, რეალურად ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინეთის საფარ ქვეშ მყოფი რუსული კომპანია დაიწყებს, რომელიც პროცესს იქამდე გააჭიანურებს, სანამ რუსეთი ევროპას ნოვოროსიისკის პორტისთვის სანქციების მოხსნას არ აიძულებს.