საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა.
ცნობისთვის, შუახნის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მაშინ იპოვეს, როცა 21 წლის ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, ლუკა ლაცაბიძე უკვე მე-4 დღეა დაკარგულია.