მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ჩვენ ვართ მართლები – გიორგი გამსახურდია

14
spot_img

გიორგი გამსახურდიამ აშშ-ის კონგრესში გამართული ჰელსინკის კომისიის სხდომა შეაფასა. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ კონგრესში, ისევე როგორ ევროპარლამენტში, ხალხთა სიმრავლეა და საქართველოსთან მიმართებით პოზიციები რამდენიმე სენატორისა და ევროპარლამენტარის მიერ არ წყდება.

მან ასევე ისაუბრა იმ მოწმეებზე, რომლებიც სხდომაზე სიტყვით გამოდიოდნენ და ქართველ დიპლომატებს უცხოელ პარტნიორებთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მათთან კავშირი უნდა ჰქონდეს ჩვენს დიპმისიას და უფრო მეტი აქტიურობისთვის მოვუწოდებ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ჩვენ ვართ მართლები. დამერწმუნეთ (და პრემიერ-მინისტრის პოზიციაც მოვისმინეთ), ამ ადამიანებს მოუწევთ იმ რეალობასთან შეგუება, რომ ეს [გამჭვირვალობის კანონი] არის სიმართლე. ჩვენ ამით არაფერს ვაშავებთ. ეს არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული და ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხაზგასმა, სხვა არაფერი. იმ ადამიანებს, ვინც აფინანსებს არასამთავრობო სექტორს, თვითონაც უნდა აინტერესებდეთ ეს ფული სად მიდის და სად იხარჯება“, – აღნიშნა გამსახურდიამ.