“მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა, ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი „ოცნებაა” – ანა ბუჩუკური

18
spot_img

მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა – ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი “ოცნებაა”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისი პარტია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება.

“რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში. რაც შეეხება ზოგადად, პროპაგანდას – პროპაგანდა არის ყველაზე ცუდი. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. დღეს იცით მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ვინ არის ქვეყანაში? “ოცნება”! შედით “გუგლში”, ჩაწერეთ ქართულად ლგბტ პროპაგანდა, გადადით სურათებში და თავში ამოაგდებს მხოლოდ და მხოლოდ მამუკა მდინარაძის სურათებს. იცით რატომ? ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა ეს ადამიანი.

ყველანაირი პროპაგანდა არის მიუღებელი. ჩემთვის ყველაზე ამორალურია, რომ დღეს “ოცნება” იქამდე მივიდა, რომ ისეთ ფასეულობებს და ღირებულებებს ამოეფარება ხოლმე, როგორც არის მაგალითად ეკლესია, რელიგიური გრძნობები, ოჯახური ღირებულებები, აგერ უკვე ბავშვები. ეს არის სირცხვილი და ამორალურობა. აი, აქამდე დავიდა “ოცნება”, – განაცხადა ბუჩუკურმა.