ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს ვუჭერთ ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად -სტოლტენბერგი

18
spot_img

ნაყოფიერი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოსთან ნატო-ს ღრმად ღირებული პარტნიორობის შესახებ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა.

გენერალური მდივნის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას თქვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად“, – იენს სტოლტენბერგი.