“მამუკა ხაზარაძე ბოდიალობს, ჩარჩენილია თავის კომკავშირულ აქტივიზმში, სადაც თავის დროზე იყო” – მამუკა მდინარაძე

84
spot_img

მამუკა ხაზარაძე ბოდიალობს. რას ბოდიალობენ არ იციან. რაღაც კამპანია ააგეს და იმდენად დაბნეულია ეს კაცი, დღემდე ვერ გასცა კითხვას პასუხი, რა შუაშია პროკურორი? ერთ-ერთმა ტელევიზიამ რომ დაუსვა შეკითხვა, უპასუხა, რომ მე პროკურორი არ ვარ და ვერ გაგცემთ პასუხსო. ამ კაცმა თქვა ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში რამდენიმე კვირაშიო. რაღაც კამპანიას აგებს და კითხვა რომ შეუტრიალეს, მე პროკურორი არ ვარ და არ ვიციო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ ვინმემ გაიგეთ პროკურორი რა შუაშია? მე გავიგე. ჩარჩენილია თავის კომკავშირულ აქტივიზმში, თავის დროზე სადაც იყო. ჰქონია, რომ პროკურორი ასახლებს ადამიანებს და ეს დააანონსა. კომუნისტების პერიოდშიც კი რომ აღარ იყო გადასახლება პროკურორის მიერ სასჯელისა და სანქციის სახე, იქ არის ჩარჩენილი. თავისი ღრმა ბავშვობის დროსაც კი აღარ იყო მგონი ეს სანქცია. 1937 წლის კომუნისტების მეთოდოლოგიაშია ჩარჩენილი და უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროკურორს გადაასახლებინოს ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა მდინარაძემ.