“მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან, ჩვენთან – ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო”

42
spot_img

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან “ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.

„მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო. მათ შორის, და უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. შესაბამისი დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ .

მისი თქმით, დღეს, მაგალითად, „აშშ-ში ბაიდენი მხარს დაუჭერს უკრაინას, სომხეთს და ა.შ.“

„ხვალ მთავრობა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: „მისმინე, არ გიცნობთ. მეგობრებო, პირველად გნახეთ!“ – დასძინა ლუკაშენკომ.

შემდეგ მან კვლავ ისაუბრა საქართველოს დსთ-დან გასვლის შესახებ.

„გასვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითისთვის ისევ საქართველო. მან დატოვა დსთ და ყველა სტრუქტურა. რა, ეს მისთვის უკეთესია? არა. სასურველია დაბრუნება. დაბრუნება კი ყოველთვის უფრო რთულია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.