ლუვრში მონა ლიზას წვნიანი შეასხეს

108
spot_img

მონა ლიზას წვნიანი შეასხეს. ინციდენტი ლუვრში ცოტა ხნის წინ მოხდა. პროტესტი ამ ფორმით ორმა ქალმა გამოხატა, რომლებიც „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „სოფლის მეურნეობის სისტემა დაავადებულია“.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ლეონარდო და ვინჩის შედევრი არ დაზიანებულა, რადგან მას ტყვიაგაუმტარი მინის საფარი იცავს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საფრანგეთში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები იმართება, სადაც აქციის მონაწილეები საწვავზე სუბსიდირების შემცირებას აპროტესტებენ.