ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ჯამალ მუსა, რომელიც სპეციალური ოპერაციების ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი

101
spot_img

„ცაჰალის“განცხადებით, ღაზის სექტორში ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ჯამალ მუსა, რომელიც სპეციალური ოპერაციების ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი. ამის შესახებ Times of Israel-ი იტყობინება.

მათივე განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა „ჰამასის“ 450 სამიზნეზე, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბებზე, სამხედრო ობიექტებზე და ანტისატანკო მართვადი ჭურვების გამშვებ პოზიციებზე.

„ცაჰალმა“ ასევე დაიკავა „ჰამასის“ ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი, რა დროსაც ასევე „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი გაანადგურა.