ლიბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა

244
spot_img

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი.  ინფორმაციას „სიენენი“ ლიბიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტუკალად, ლიბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 300 ადამიანი დაიღუპა.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში ძლიერმა წვიმებმა ორი კაშხლის ჩამონგრევა გამოიწვია, ამის შედეგად კი წყალი უკვე დატბორილ რაიონებში შევიდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ დერნას მიადგა, სადაც 6 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.