„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენის შესახებ რადიკალების რეაქციებს გამოეხმაურა.
ქართველიშვილის თქმით, საკუთარი შხამით მიყენებული ინტოქსიკაციის ფონზე, ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა – სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს.
„ჩვეულ სტილში ჩაიარა ტოქსიკურმა და ეშმაკეულმა გამოხმაურებამ ქვესკნელის ადგილობრივ ფილიალებში, სექტანტებისთვის უცხო ქვეყანა-საქართველოში, იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის დაბრუნების გამო.
საკუთარი შხამით მიყენებული ინტოქსიკაციის ფონზე, ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა – სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს.
მათთვის ამ საშინელებათა სიზმრებს, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ფინალი აქვს – სადღაც ზემოდან, აღწევს ამ შეპყრობილებამდე საოცარი სიტყვები: “სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?”, და კოლექტიურ ცივ ოფლში გაწურული, იღვიძებს სრულიად საქადჟეთი, შხამგამოცლილი ეშვებით ჩვენს დასაგესლად…“-წერს დავით ქართველიშვილი.