“ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები” – იაგო ხვიჩია

23
spot_img

ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები, იმიტომ, რომ მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე და საქართველოს მთავრობა რომ არ ვიყოთ, თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-თქო, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის სირცხვილი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.

„სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები. იცით, რომ ყველა საკონსტიტუციო განხილვაში ვერთვებოდი, მათ შორის ხალხთან შეხვედრების ნაწილში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მე განხილვაში არ ჩავერთვები, იმიტომ რომ მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე და საქართველოს მთავრობა რომ არ ვიყოთ, თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-თქო. მე ამას ვერავის ვეტყვი. კი მაინტერესებს, დავაკვირდე, „ქოცები“ ამას როგორ ეტყვიან, მაგრამ მათთან ერთად რომ მივიდე ხალხთან სალაპარაკოდ, ვინ გაარჩევს, მეც იგივე აზრზე ვარ თუ არა. ჩემი აზრით, ეს არის სირცხვილი და შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მე უბრალოდ, არ შემიძლია, ხალხს ავუხსნა, რომ რაღაც რეალური საფრთხისგან გვიხსნის ეს კანონი. პირიქით, ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა ვიღაცა რომ მოვიდეს და მაგინოს, შენ ვის აკადრე, თითქოს, მთავრობა რომ არ იყოს, მე ეს დამემართებოდაო, ამ კითხვაზე პასუხი არ მექნება,“ – განაცხადა ხვიჩიამ.