LGBT პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს – ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი -დიმიტრი ხუნდაძე

26
spot_img

LGBT პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას და აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე LGBT პროპაგანდის საფრთხეებზე წერს, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც ემუქრება.

„LGBT პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს. ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა. ეს სასიამოვნო გამონაკლისია, თუმცა LGBT პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას და აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად. LGBT პროპაგანდა ევროპის კონტინენტზე მძლავრ მასშტაბებს იძენს. ფაქტია, რომ ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი.

ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს დაუკარგონ სქესის აღქმის შეგრძნება. ადამიანებს ეუბნებიან, რომ შეუძლია დღეს იყოს ქალი, ხვალ – კაცი, შემდეგ თუ მოუნდება, ისევ – ქალი გახდეს და ა.შ. ამავე დროს, მთელი სიმძლავრით მიდის მშობლის ინსტიტუტის გაუქმების მცდელობა.

ადამიანებს ეუბნებიან, რომ არ არსებობს ტერმინები – დედა და მამა. უფრო მეტიც, ეუბნებიან რომ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვებია. საბოლოო ჯამში კი, ამ პროპაგანდის მიზანი არის ერთადერთი – მსოფლიოში ადამიანების ნაცვლად მიიღონ უსამშობლო ბიოლოგიური მასა, რომელსაც არ ექნება კრიტიკული აზროვნების უნარი“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.