ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

230
spot_img

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„ლეგენდა წავიდა! ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა“, – აღნიშნულია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

ლევან თედიაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრი, ღირსების ორდენების კავალერი იყო.