7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მიმართოს.
„არ ვიცი, არ მიფიქრია ეგეთ რაღაცებზე, შეიძლება. არ მიფიქრია არაფერი მაგდაგვარი…“, – აღნიშნა გრიგორიადისმა.
შსს-ს ცნობით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.