ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ

32
spot_img

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს ავრცელებს.

„ჩვენ ჩამოვედით საქართველოში. რთულ დროს შეგიძლიათ, თქვენი მეგობრების იმედი გქონდეთ“, – წერს ცაჰკნა და კოლეგებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

საქართველოში ჩამოსვლის შესახებ წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისიც.

„ჩამოვედით საქართველოში, სადაც მორიგი ბრძოლაა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.