“ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან წინასწარ შეათანხმონ”

29
spot_img

ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან წინასწარ შეათანხმონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„კოლექტიური შემოტევაა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. ჩამოდიან მიტინგის გასამხნევებლად, ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან რაიმე წინასწარი კონსულტაცია გასწიონ და წინასწარი თანხმობა ჰქონდეთ. ყოველ წელს ჟიგიმანტას პავილიონისის ანგაჟირებული განცხადებები გვახსოვს, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს მიიღებ თუ არა. მთავარია, მათი მიზანია, რომ საქართველოში ისეთი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც წინა პლანზე ქვეყნის ინტერესებს არ დააყენებს. საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება ეს არის და ჰგონიათ, რომ ფერადი რევოლუციები უნდა მოუწყონ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.