ლაშა გობაძე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს

15
spot_img

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კგ-ში ბულგარელმა სემენ ნოვიკოვმა ნახევარფინალში უნგრელ ლოსონჟის 3:1 სძლია და ქართველ ფალავანს, ლაშა გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მისცა.

ხვალ, 8 აგვისტოს ჩვენი მოჭიდავე რეპეშაჟში დანიელ ბისულტანოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ლოსონჟის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

6 აგვისტოს 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.