პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ფინალშია.
ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა.
რაც შეეხება ფინალს, ფინალში ბექაურის მეტოქე იაპონელი სანშირ მურაო იქნება.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.