კვარაცხელიას ჟესტი „ვერონას“ ფეხბურთელებმა არასწორად გაიგეს

159
spot_img

ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „ნაპოლის“ გასვლითი მატჩის მოგებაში (3:1) დუბლით დაეხმარა. პირველი გოლის შემდეგ ქართველის მიერ ნაჩვენებმა ჟესტმა მასპინძლები გააღიზიანა, რაც გაურკვევლობის და მცირე კონფლიქტის მიზეზიც გახდა.

საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ „ვერონას“ კარში გატანილი გოლის შემდეგ ტრიბუნებისკენ ე.წ. არათითი ასწია, რომელზეც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ და ამით გოლი ნიცა თავაძეს მიუღძვნა, ვისთანაც სანაკრებო პაუზის დროს ჯვარი დაიწერა.

ეს „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა კარგად გაიგეს, მაგრამ „ვერონას“ მოთამაშეები და გულშემატკივრები გაღიზიანდნენ და ხვიჩას საქციელი შეურაცხყოფად მიიღეს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა.