კულტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

41
spot_img

საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მოძრაობამ „ქართული კინო საფრთხეშია” აქცია-პერფორმანსი გამართა.

სამინისტროსთან შეკრებილები ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კინო-ბაზრობაზე 32-წევრიანი დელეგაციის გამგზავრებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეროვნული კინოცენტრის საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება და საერთაშორისო ფესტივალზე არაკომპეტენტური და ხელისუფლებისადმი ლოიალური ადამიანები მიემგზავრებიან.

„ქვეყანაში, სადაც ოჯახებს ყოველდღიურად ასახლებენ უკანასკნელი საცხოვრებლიდან, სადაც ბავშვებს ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის იმეტებენ, კულტურის სამინისტრო და კინოცენტრი საბიუჯეტო თანხებს ფლანგავს პარტიის მორჩილი და არაკომპეტენტური ადამიანების ვოიაჟებისთვის.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული კინოცენტრი გადააქცია ნეპოტიზმისა და არაკომპეტენტურობის ბუდედ.

სადაც არ უნდა წავიდეს მინისტრი, ყველგან მოვთხოვთ პასუხს კინოცენტრისა და მთლიანად ეროვნული კულტურის ჩამოშლის გამო“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში