,,კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შუაშისტებად პოზიციონირება სრული სიყალბეა” – კობახიძე

55
spot_img

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შუაშისტებად პოზიციონირება სრული სიყალბე იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაახლოებულ, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა. „ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ – კეზერაშვილი-მერაბიშვილი-ხაბეიშვილი და არსებობენ „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებული პოლიტიკური ძალები. ეს არის იგივე „გირჩი“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძე და ასე შემდეგ. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც შესაძლოა, დააპოზიციონიროს ვიღაცამ, როგორც ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა. საზოგადოების მხრიდან ეს არ იქნება სწორი აღქმა, თუ ისინი იქნებიან აღქმული შუაშისტებად. სინამდვილეში, ეს ყველა არის „ერთიანი ნაციონალისტური მოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი შუაშისტებად პოზიციონირება სრული სიყალბე იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.