“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება” – დავით მათიკაშვილი

12
spot_img

საზოგადოება აკვირდება აბსურდის თეატრს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასე „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ამ „ვითომ სიდუხჭირის” რეკლამირებაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხდიათ”.

„საზოგადოება აკვირდება აბსურდის თეატრს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ასე ნიანგის ცრემლებით ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება. თითქოს და ფსევდო სიდუხჭირეზე საუბრობენ და ამ დროს ამ ვითომ სიდუხჭირის რეკლამირებაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხდიათ. ხომ სასაცილოა? საზოგადოებისთვისაც კიდევ ერთხელ არის გასაგები თუ რას ემსახურება კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ეს პიარსვლები, როზნერისგან თუ სხვა კიდევ პიარსპეციალისტებისგან დასწავლილი მესიჯები და მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება იმ მნიშვნელოვანი თემებიდან, რომელიც მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის ძალიან სენსიტიურია, გადაიტანონ ისეთ საკითხებზე, სადაც ელემენტარულად ტყუილებს არ ერიდებიან. თვით ამ ფასების შედარებაში კი იმდენად დიდი ცდომილებაა რეალურსა და მოგონილს შორის, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და ძმანი მისნი ცდილობენ საზოგადოებას აუწყონ, რომ აქაც ერთ მხარეს ტყუილია და მეორე რომ შევაჯამოთ, ამ ტყუილის რეკლამირებაში ისინი ნახევარ მილიონ დოლარს იხდიან”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.