კოჯორში, იუნკერების მემორიალთან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ

21
spot_img

კოჯორში იუნკერების მემორიალთან დილიდან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იკრიბებიან. პატივს მიაგებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს და იხსენებენ 1921 წლის 25 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.