კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი -ელგუჯა ბაგრატიონი

70
spot_img

კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების, გელა და ირაკლი ჭელიძეების, ასევე ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლების – მამა-შვილი რიჟვაძეების მიერ, რომლებიც ამ ადამიანებმა ამხილეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ბერკეტები დღეს „კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლებს მამა-შვილ რიჟვაძეებს აქვთ“.

„კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა სპორტსმენი, პატრიოტი ადამიანების, ძმები წულუკიძეების, გელა და ირაკლი ჭელიძეების, ასევე ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, კარგად იცის საზოგადოებამ. ხელისუფლების ბერკეტები დღეს კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლებს, მამა-შვილ რიჟვაძეებს აქვთ. ერთი მთავრობის თავმჯდომარეა და მეორე პოლიციის მაღალჩინოსანი. ეცდებოდნენ ამ ადამიანების მოსყიდვას და თანაც ბიუჯეტის ფულით. ამ ადამიანებმაისინი ამხილეს. ამის შემდეგ დაიწყო მათი დევნა. კლანურმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი და დატოვა პატიმრობაში, როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს და არ ეგუება იმ რეალობას”, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.