კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში, სულ მცირე, ორი აფეთქების ხმა გაისმა.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებს.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკოს ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად რაკეტის ნამტვრევები კიევის პეჩერსკის რაიონში ჩამოვარდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის 16 წლის გოგო.