კიევში გამთენიისას, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, განგაში იყო გამოცხადებული. სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, კიევის ოლქის მიმართულებით ჩერკასის ოლქიდან დიდი რაოდენობით დრონები გაუშვეს.
აფეთქებების ხმა ისმოდა რუსების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში. ქალაქის ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეწყვეტილია.
საბრძოლო მოქმედებები აქტიურად გრძელდება დონეცკის მხარესაც.