
ოთხი პოლიტიკური პარტია, კოალიცია “ძლიერი საქართველო”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობა” და “გახარია საქართველოსთვის” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ერთობლივ განცხადებაში იმ მოთხოვნებზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად დაეხმარება.
„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:
- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
- დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში!
საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია“,- აღნიშნულია განცხადებაში.