“ხვალ წარედგინება პარლამენტს ათთვიანი სამთავრობო პროგრამა” – ირაკლი კობახიძე

37
spot_img

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, სამთავრობო პროგრამა ხვალ წარედგინება პარლამენტს.

„რაც შეეხება სამთავრობო გეგმებს, შესაბამისი პროგრამა მაქსიმუმ ხვალ წარედგინება ოფიციალურად პარლამენტს, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. იქ იქნება ასახული აბსოლუტურად ყველა პრიორიტეტი. საუბარია ათთვიან პროგრამაზე და მას შემდეგ, რაც მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, იქ უკვე წარვადგენთ განახლებულ ოთხწლიან ჯერ საარჩევნო და შემდეგ სამთავრობო პროგრამას. პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ ღონისძიებების ბოლომდე მიყვანა, რაც დაწყებულია, არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. არის მსხვილი პროექტები, მათ შორის ავტობანის პროექტი, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი და რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ ღონისძიებებზე. ასევე საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით შემდეგი ფაზისთვის. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამაში და შემდეგ ჩვენს გამოსვლებში როდესაც წარვსდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე“, – აღნიშნა კობახიძემ.