პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, მმართველი გუნდი ყოველგვარი გაყალბების გარეშე მოიგებს, რადგან ოპოზიცია დაქსაქსულია.
როგორც ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, ყველა გამოკითხვით, ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის პირობებში, არჩევნებს აგებს.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, რა აკეთოს და როგორ აკეთოს. არ იცის ან არ უნდა ჩამოყალიბება. ხშირად ვლაპარაკობ არჩევნებზე, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ მოიგებს, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, იმიტომ რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული.
ყველა გამოკითხვით, ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის პირობებში, არჩევნებს აგებს. ესაა პრობლემა. ხელისუფლების პრობლემა ერთია, ოპოზიციის პრობლემა მეორე. 30 წლის განმავლობაში ასეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ. ფსკერზე ვართ.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება არის ფსკერზე. ხელისუფლებისადმი ნდობა არ არის, ოპოზიციისადმი ნდობაც არ არის. საქართველოში ვერ დამისახელებთ პიროვნებას, რომელსაც ავტორიტეტი აქვს, პატრიარქს არ ვგულისხმობ“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.