„ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო…“- ახალი დეტალები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე

221
spot_img

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა.

მათივე ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო.

„დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცველებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა“,- განაცხადა მეზობელმა.

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში, მე-2 მიკრორაიონში დღეს დილით, დაახლოებით, 09:00 საათზე მოხდა. გარდაცვლილის, გელა გამხიტაშვილის შვილი, რეზი გამხიტაშვილი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.