,,ხედავთ რა უშრეტია ხალხის ენერგია” – გიული ალასანია

246
spot_img

ხშირად ისმის წუწუნი, ხალხი დაიღალა. ხანდახან მეც მიჩნდება ასეთი გრძნობა, მაგრამ ხედავთ, რომ უშრეტია ხალხის ენერგია და ძალიან მომწონს. ალბათ კიდევ მოემატებიან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, აქციაზე ყველას მოთხოვნა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ეხება.

„ყველას გვაქვს მოთხოვნა, როგორმე შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას კითხვა დაუსვეს, რას ფიქრობს პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი, რაზეც გიული ალასანიამ აღნიშნა:

„დღეს სასამართლო პროცესზე ჰქონდა სააკაშვილს გამოსვლა და რასაც ფიქრობს, თითქოს თქვა. კონკრეტულად აქციაზე აღარ გვილაპარაკია. ეს უკვე დღის ბოლოს გაირკვა“, – განაცხადა ალასანიამ.