“ხაზს ვუსვამ აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში” – ნიკოლ ფაშინიანი

222
spot_img

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ამერიკელ სენატორ გარი პიტერსთან შეხვედრა გამართა, ამის შესახებ სომხური მედია წერს.

ამერიკელ სენატორთან შეხვედრაზე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას.

„მე ძალიან ვაფასებ თქვენს ვიზიტს სომხეთში, სომეხი ხალხისთვის ამ ყველაზე რთულ მომენტში. ამავდროულად, ხაზს ვუსვამ აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, სენატორმა პიტერსმა გამოხატა შეშფოთება მთიან ყარაბაღში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.