ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს“ და „ამოსკოვებს“, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილის შეფასებით, ხაზარაძეს პოლიტიკური რეპრესიები აქვს დაგეგმილი, რითაც არა მხოლოდ ჰგავს „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „ნაცზე“ უარესი „ნაცი“ – „ნაცის ნაცია“.
„ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს“ და „ამოსკოვებს“, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას. ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში. რაც შეეხება მისი მხრიდან „პოლიტიკური გზავნილის“ ხსენებას, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ დაგეგმილი აქვს პოლიტიკური რეპრესიები და ის ამ გზავნილით არაფრით არ განსხვავდება მავნებელი ნაცისგან, ის არის „ნაცზე“ უარესი „ნაცი“ ანუ „ნაცის ნაცი“ და ამიტომაც არანაირი შანსი არ ააქვს ხელისუფლებაში მოსვლის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება.