ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში 62 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს.
ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.
მედპერსონალის თქმით, მათ პაციენტი უკვე გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოულოდნელად მამაკაცმა სუნთქვა დაიწყო.
„მოულოდნელად ექიმმა შეამჩნია, რომ მამაკაცი სუნთქავდა. მამაკაცს საყლაპავ მილში გაჭედილი ლუკმა ამოუღეს, რის შემდეგაც, მან სუნთქვა დაიწყო. პაციენტი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს“, – ამბობენ კლინიკაში.