ხანძარი თბილისში – მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი

32
spot_img

თბილისში, დიდუბის რაიონში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.

გავრცელებული ცნობითვე, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელმაც დამწვრობა მიიღო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.