ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული – ისრაელის თავდაცვის ძალები

19
spot_img

ისრაელის არმია ღაზის სექტორის სამხრეთით, ჰან იუნისში „ჰამასის“ ორიათასზე მეტი მებრძოლის განადგურების შესახებ იუწყება. ცაჰალის ცნობით, ლიკვიდირებულთა შორის არიან „ჰამასის“ მეთაურები. არმიის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ბევრი მათგანი გაიქცა ან ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა.

„ჰამასი“ ღაზაში სრულ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. დაჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელთან არანაირი შეთანხმება აღარ იგეგმება, თუ ის ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანას არ ითვალისწინებს.

ისრაელი ტერორისტულ დაჯგუფებასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ხაზგასმით აცხადებს, რომ ბრძოლა „ჰამასის“ სრულ ლიკვიდაციამდე გაგრძელდება.

7 ოქტომბერს დაწყებული ომის შედეგად, დაღუპულთა რიცხვმა ღაზის სექტორში 26 600-ს გადააჭარბა.