„ხაბეს“ ერთი პორტფელი მაინც ანდეთ, არ ხართ სწორი და დაისჯებით ამის გამო” – ირაკლი ზარქუა

24
spot_img

კაცმა ზაფხულის განმავლობაში მთელი ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? ვაშაძე, არ ხარ სწორი კაცი. „ხაბე“, ამოიღე ხმა, რა დასჯილივით ხარ?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში თანამდებობებს ვირტუალურად ინაწილებენ.

„რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის „ჩათლახობა“. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. მსხვერპლი რომ ჰყავს, პაატა მანჯგალაძე, ეკონომიკის მინისტრია. მამუკა ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა. ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს. კაცი გამოვიდა ერთპროცენტიანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ, სცენიდან ჩააგდეთ და ამის შემდეგ საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული, ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? ვაშაძე, არ ხარ სწორი კაცი. „ხაბე“, ამოიღე ხმა, რა დასჯილივით ხარ?!

მე მხარს ვუჭერ „ხაბეს“. ერთი პორტფელი მაინც ანდეთ. არ ხართ სწორი, არ ხართ მართლები და დაისჯებით ამის გამო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძე.