ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა თავიდანვე კომიკური იყო -ბექა ოდიშარია

49
x
spot_img

ლევან ხაბეიშვილის ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობა თავიდანვე კომიკური და გაუგებარი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებისთვისაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, გამოიყვანონ ადამიანი, რომელიც, მათ მიაჩნიათ, რომ ლევან ხაბეიშვილს აჯობებს.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, შეუძლია ურჩიოს მათ, რომ თინა ბოკუჩავაზე ავტორიტეტული ადამიანები ჰყავთ პარტიაში.

„Ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს, ჩემს კოლეგას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ლევან ხაბეიშვილის ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობა იმთავითვე კომიკური და გაუგებარი იყო არამხოლოდ ჩვენთვის, მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებისთვისაც. მისი ყველა მოქმედება ღიმილის მომგვრელი იყო, როგორც ამას ჩვენც ვამბობდით და კულუარებში „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ საუბრობდნენ. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, გამოიყვანონ ადამიანი, რომელიც, მათ მიაჩნიათ, რომ ლევან ხაბეიშვილს აჯობებს. ჩემთვის და ჩვენთვის სულერთია, ვინ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. თუ მკითხავენ, შემიძლია, ვურჩიო, ბევრად უფრო ავტორიტეტული ადამიანები ჰყავთ პარტიის წიაღში“, – განცხადა ოდიშარიამ.

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. მან შემცვლელად თინა ბოკუჩავას კანდიდატურა წარადგინა.