„რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა, მელია თუ სოფო ჯაფარიძე? ვფიქრობ, ჯაფარიძე“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ხაბეიშვილი პოლიტიკური პაროდიაა.
„როგორც პარტიის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი არაადეკვატურად გამოიყურება, მიშაც ხვდება ამას. ეს გამოჩნდა იმაში, რომ სოფო ჯაფარიძე არის ამის ნიშანი. რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა, მელია თუ სოფო ჯაფარიძე? მე ვფიქრობ, სოფო ჯაფარიძე უფრო დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ სააკაშვილმა თავისი პირადი წარმომადგენელი დანიშნა, ოფისი გახსნეს, ეს არ არის პარალელური მენეჯმენტი? თუ ეს პარტია ექსკლუზიურად მიშას უკავშირდება, ყველა ამას თანხმდება, ხაბეიშვილიც მიშას სახელს ეფარება, მიშა, მიშას იძახიან – განა იმიტომ, რომ მიშა უყვართ, მიშა ეჯავრებათ, მიშას გარდა საკუთარი აქტივი რა აქვს ხაბეიშვილს? საკუთარი პოლიტიკური წონა აქვს?!
სოფო ჯაფარიძით ბალანსს აკეთებს, ნახეთ რას აკეთებს სააკაშვილი – კეზერაშვილ-მერაბიშვილს უნდათ ამ პარტიაზე კონტროლი, მათ სააკაშვილი არ სჭირდებათ, სააკაშვილის მხოლოდ ბრენდი სჭირდებათ, რომ აიფარონ წინ, რომ ილოცეთ, ღმერთი ჩვენთან არის, თორემ სააკაშვილი ვის დაკარგვია, რაში აინტერესებთ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.