კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა „კეზერას“ კანტორას? – ლადო ბოჟაძე

43
spot_img

პარლამენტის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე სიუჟეტებს ამზადებენ, ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეილები თუ ნახეთო უვარდებიან ხალხს და ამ დროს თავისი მეილი არ უნახავთ, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ფორმულას” ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს აშშ-ის საელჩომ ვიზა არ მისცა.

მისი განცხადებით, არავის სავიზო შეზღუდვა არ უხარია და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ისედაც ადევს სავიზო შეზღუდვა, რეალურად – სანქცია, მაგრამ დასაცინია ის ფაქტი, სხვისი სავარაუდო სანქცირება რომ გიხარია და ამ დროს, თავად აღმოჩნდები სანქცირებული.

„პარლამენტის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე სიუჟეტებს ამზადებენ, ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეილები თუ ნახეთო უვარდებიან ხალხს და ამ დროს თავისი მეილი არ უნახავთ.
დავით კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა „კეზერას” კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები ამას ვეღარ დამალავენ.

არავის სავიზო შეზღუდვა არ მიხარია, ჩვენი მოქალაქეების 96% ისედაც ადევს სავიზო შეზღუდვა ანუ რეალურად სანქცია, მაგრამ სხვისი სავარაუდო დასანქცირება რომ გიხარია და ამ დროს თავად ხარ დასანქცირებული, მაგრად დასაცინი ამბავია“, – წერს ბოჟაძე.