კეზერაშვილი აშშ-ის ვიზაზე უარის მიღებას საქართველოს ხელისუფლების “ცილისწამების კამპანიას” უკავშირებს

24
spot_img

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მფლობელი დავით კეზერაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-სგან ვიზაზე უარი საქართველოს ხელისუფლების ცილისწამების კამპანიის გამო მიიღო. ვიზაზე უარის შესახებ რადიო თავისუფლების სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დავით კეზერაშვილის წარმომადგენელმა ამ საკითხზე განმარტება გაავრცელა.

„ეს [კეზერაშვილის მიმართ ბრალდებები] არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა…

მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა“, – წერია დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაში.