კევინ სპეისი ყველა წაყენებულ ბრალდებაში გამართლდა

60
spot_img

ჰოლივუდის მსახიობი, ოსკაროსანი კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ყველა ბრალდებაში გამართლდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ლონდონის სასამართლომ გამოაცხადა.

„სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მსახიობი ემოციურად შეხვდა თავის თავის იურიდიულ გუნდს და მენეჯერს. მან მადლობა გადაუხადა სასამართლოს თანამშრომლებს და თავის ადვოკატთან წავიდა. მსახიობმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლო დარბაზი მალევე დატოვა“, – წერს მედიასაშუალება.

შეგახსენებთ, 2017 წელს 30 ოქტომბერს, მსახიობმა ენტონი რაპიმ ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. ინციდენტიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ House of Cards-ის მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. ამერიკულმა სატელევიზიო პრემია Emmy Award-მა კი კინოვარსკვლავს 2017 წლის საპატიო ემი, აღარ გადასცა.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ 3 კაცის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ბრალი წაუყენა ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს კევინ სპეისის.