ბათუმში დაკარგული, 16 წლის ლუკა აბულაძისა და სხვა მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის პოლიციამ 3 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბათუმელები ავრცელებს.
„როგორც ვიცი, კატერის მძღოლი და ორი თანმხლები პირია დაკავებული. ლუკას მამა გუშინ ოთხ საათზე დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და იქ უთხრეს, რომ ეს პირები დააკავეს.გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლით, ორ პირს კი ბრალი ედება დანაშაულის შეუტყობინებლობაში“, – აცხადებს ლუკას ბიძა, თენგიზ აბულაძე.