კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში უკვე დაინიცირდა

91
spot_img

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში უკვე დაინიცირდა. დოკუმენტის პარლამენტში ხელახლა წარდენის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.