კანონპროექტი უნდა ვაქციოთ კანონად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს მოემსახურება – ირაკლი ქადაგიშვილი

10
spot_img

ეს არის კანონი საქართველოსთვის, ეს არის კანონი გამჭვირვალობის, ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს მოემსახურება,-ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კანონპროექტი უნდა იქცეს კანონად.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის კანონი საქართველოსთვის, ეს არის კანონი გამჭვირვალობის, ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს მოემსახურება.
ბუნებრივია, ისინი ნელ-ნელა გადავლენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე და წინასწარ მუშტების ქნევას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, ყველაფერი გადაწყდება ოქტომბერში არჩევნებზე“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.