,,კანონის ამოქმედების შემდეგ გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც მოქალაქეებს კვლავ გაუღვივდებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს”- პაპუაშვილი

17
spot_img

კანონის ამოქმედების შემდეგ გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს კვლავ, ხელახლა გაუღვივდებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 33 წლის თავზე ჩვენ კვლავ დავამტკიცებთ ბევრისთვის, რომ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ბევრმა შიგნითაც და გარეთაც ეჭვი შეიტანა ამაში.

„კანონის ამოქმედების შემდეგ გავიღვიძებთ კვლავ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიგიჟემდეც კი მივიდა ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორის, ეს ერთი სიმბიოზი, რომ მათ შორის მოქალაქეებიც ცრემლამდე მიიყვანეს ადამიანები, იმდენად დააჯერეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე, რომ ეს რაღაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ასეთ აბსურდამდე მიდის და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უმეტეს წილად გარედან ცეცხლის შეკიდებით და გარედან ინსპირაციით ხდებოდა.
გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს კვლავ, ხელახლა გაუღვივდებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 33 წლის თავზე ჩვენ კვლავ დავამტკიცებთ ბევრისთვის, რომ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს. აღმოჩნდა, რომ ბევრმა შიგნითაც და გარეთაც ეჭვი შეიტანა ამაში.

მტრებს რომ ამაში ეჭვი შეაქვთ, ეს გასაგებია და ამას ვხედავთ ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონით, მაგრამ ზოგი მოყვარეც აღმოჩნდა, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი უნარი, რომ თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ზოგმა ჩათვალა, რომ არიან ჩვენი მეურვეები და ჩვენ ვართ არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებსაც ყოველ მეორე დღეს ჭკუის დარიგება სჭირდება. აი, ეს დაინახა ბევრმა და სამწუხარო ის არის, რომ ამ თამაშში მთავარი, რასაც ეყრდნობიან ხოლმე გარე მოყვარეები, რომლებიც ასე მეურვეობას ცდილობენ, უპირველეს ყოვლისა არიან შიგნით, ქართველები – ის ციხე, რომელიც ყოველთვის შიგნიდან ტყდება ხოლმე. ვნახეთ ჩვენ სამარცხვინო საქციელი, ჩვენი ოპოზიციის და „ენჯეოს“ ერთი სიმბიოზისა, რომელმაც აბსოლუტურად დააკნინა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სიამაყე – ყველაფერი. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პარლამენტის წევრები დააყენა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე. ეს აკადრა საკუთარ ქვეყანას ამ სიმბიოზმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.