რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების გამო კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის განცხადებით, ახალი სანქციები შეეხება რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ასევე სასამართლოსა და ციხის სამსახურის თანამშრომლებს.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 2023 წლის 16 თებერვალს კოლონიაში „პოლარული მგელი“ გარდაიცვალა. სამედიცინო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის „ბუნებრივი მიზეზებით“ გარდაიცვალა.
ამ დოკუმენტს ხელი ნავალნის დედამაც მოაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ალექსეი ნავალნის ცხედარს არ ატანდნენ და კოლონიაში დაკრძალვით იმუქრებოდნენ.
ნავალნი 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.