გიორგი ტყემალაძემ მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა

20
spot_img

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესა და პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დედის დღისადმი მიძღვნილ კულტურის ცენტრ „მუზაში“ გამართულ სადღესასწაულო კონცერტს დაესწრო.

ღონისძიებას ვაკის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ქალები, მათ შორის მრავალშვილიანი დედები და პენსიონერი ქალბატონები დაესწრნენ.

კონცერტში ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ.

„დღეს ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის – დედის – დღეა. ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით კი მრავალშვილიან დედებს დღევანდელ დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის – შვილების კარგად ყოფნას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიების დასასრულს კი ქალბატონებს თაიგულები და საჩუქრები გადასცეს.